Wednesday, December 7, 2022

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 40 სკოლის მოსწავლე ისწავლის

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 40 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს 40-მდე პედაგოგი „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდებში გადაამზადა. „გამარჯობა რუბის“ წიგნებით დღემდე 21 სკოლის დაწყებითი კლასის 3250 მოსწავლე სწავლობდა, მომავალში კი ჯამში 61 სკოლის მოსწავლე ისწავლის.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების შესახებ თბილისის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბათუმის, გორის, რუსთავის, ოზურგეთის, თელავის, ტყიბულის, დმანისის, ხაშურის, ახალციხის,  ჭიათურის, სამტრედიის, მცხეთის, ლაგოდეხის, თიანეთის, ფოთის, ქარელის, მუხრანის, საგარეჯოს, ქობულეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს სემინარი ჩაუტარდათ. სემინარის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების მეთოდისა და მიდგომის შესახებ. სემინარს რუსთავის N4 სკოლის მენტორი და მასწავლებელი უძღვებოდა, რომელსაც „გამარჯობა რუბის“  სწავლებაში სერტიფიცირებული სემინარი აქვს გავლილი და უკვე 3 წელზე მეტია ამავე სკოლის მოსწავლეებს  „გამარჯობა რუბის“ წიგნით ასწავლის კომპიუტერული ტექნოლოგიებს.

Thursday, December 1, 2022

ხელოვნური ინტელექტის კლუბის შეხვედრები(2022-2023 სასწავლო წელი)

 Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი

#ხელოვნურიინტელექტისკლუბები

🔸️სამტრედიის N11საჯარო სკოლაში კვლავ განაახლა მუშაობა ხელოვნური ინტელექტის კლუბმა
🔸კლუბი ჩამოყალიბდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისია
🔸️პროექტის ფარგლებში სკოლას უკვე გადმოეცა სამი Gismo რობოტი
🔸️რობოტები აღჭურვილია უამრავი სენსორით line tracking module, Photoresistive sensor, Ultrasonic, Bluetooth, IR avoid module, Wi-Fi module და იმართება არდუინოს დაპროგრამებით, ვიზუალური პროგრამირების (Scratch და სხვა) გამოყენებით
🔸️ამ ეტაპზე მოსწავლეებმა უკვე ააწყვეს და მარტივ პროგრამაზე გატესტეს რობოტები
🔸️პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებს შორის გაიმართება შეჯიბრება, სადაც მოსწავლეები კლუბში შეძენილ გამოცდილებას.გამოიყენებენ

🙏წინ უამრავი საინტერესო ამბავი გველის


    



ხელოვნური ინტელექტის კლუბები