სამუშაო შეხვედრა N1
შეხვედრის თემატიკა: მასწავლებლის საგანმანათლებლო პორტფოლიოს შექმნა
შეხვედრის მიზანი: ბლოგის
შექმნა blogspot.com პლატფორმაზე
შეხვედრების ციკლი: 18/02/2022; 25/02/2022; 4/03/2022; 11/03/2022; 18/03/2022; 25/03/2022;
სამუშაო შეხვედრის რეფლექსია: მასწავლებლის საქმიანობა მოითხოვს უამრავი
აქტივობის განხორციელებას. ამ პროცესში მათ უამრავი რესურსის შექმნა/გამოყენება უწევთ.
სასურველია ეს რესურსები როგორმე ერთ სივრცეში განათავსონ. ასე უფრო მოსახერეხებელია
საჭირო დროს საჭირო მასალის მისაგნებადაც და ასევე კოლეგებისათვის გასაზიარებლად. კოლეგებისგანაც
დიდი იყო სურვილი, რომ ამ მიმართულებით დაგვეგეგმა შეხვედრების ციკლი. ამიტომაც გადავწყვიტე
კოლეგებისათვის ჩამეტარებინა ტრენინგი „ბლოგის შექმნა blogspot-ზე“. შევიმუშავე გეგმა.
თავდაპირველად
შეხვედრები დავგეგმე დაწყებითი კლასის პედაგოგებისათვის. შეხვედრების ჩატარება გადავწყვიტეთ
დისტანციურად, თიმსის პლატფორმაზე. საწყის
ეტაპზე მიმოვიხილე ბლოგის საერთო იერსახე. ნიმუშის სახით კოლეგებს წარვუდგინე პირადი
პორტფოლიო. განვიხილე ბლოგის შესაძლებლობები.
რომ მასზე სხვადასხვა რესურსის განთავსებაა შესაძლებელი, შესაძლებელია მისი
გაზიარება დაინტერესებული აუდიტორიისათვის. რომ შესაძლებელია ბლოგზე მარტივად ხელმისაწვდომად
გვქონდეს მიმაგრებული უამრავი სასარგებლო რესურსი.
საკუთარი
ბლოგის მაგალითზე მიმოვიხილეთ ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია
ბლოგს სასურველი იერი მივანიჭოთ. განვიხილეთ ბლოგზე გვერდების დამატება, სასარგებლო
ბმულების მიმაგრება, გრაფიკული და ვიდეოფაილების დამატება გვერდებზე, ასევე ტექსტური
ინფორმაციის დამატება. ვნახეთ როგორ ხდება ბლოგის დიზაინის შეცვლა, სტრუქტურის დალაგება,
პოსტების დამატება. გავაცანი ბლოგის პარამეტრების დარეგულირება, სახელის შეცვლა, წაშლა,
ენის მომართვა, ბლოგის გასაჯაროება.
პედაგოგებმა შექმნეს საკუთარი პორტფოლიო და განათავსეს მასზე სხვადასხვა
რესურსი. რესურსები მათ წინასწარ ატვირთეს გუგლდრაივზე, რისთვისაც გავუწიე კონსულტირება, შემდეგ კი ბმულების გამოყენებით განათავსეს შესაბამის
გვერდებზე. შეხვედრები იყო ნაყოფიერი. კოლეგები
აქტიურად იყვნენ ჩართული. კარგად გაიაზრეს საგანმანათლებლო ბლოგის ინსტრუმენტები. სამომავლოდ
ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ მართონ საკუთარი საგანმანათლებლო სივრცე.
შეხვედრის
ორგანიზატორი: მარი მორჩილაძე
თარიღი:
30/03/2022
No comments:
Post a Comment