შებრუნებული საკლასო ოთახი
ტრენინგის აღწერა
ხანგრძლივობა: 5 დღე - 4 საათი, სულ 20 საათი.
ხანგრძლივობა: 5 დღე - 4 საათი, სულ 20 საათი.
სამიზნე აუდიტორია: მე-2 კლასის დამრიგებლები.
მიზანი: ტრენინგის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო რესურსის (ვიდეო გაკვეთილები, ელექტრონული წიგნები) შექმნა და გაკვეთილის პროცესში გამოყენება; მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მრავალფეროვნად მიწოდება, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს თემის შინაარსის სრულყოფილად აღქმა, გააზრება და გამოყენება; მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების (კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საინფორმაციო და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, ინიციატივა და დამოუკიდებელი/გუნდური მუშაობა,
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები) ჩამოყალიბება; თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის შემუშავება მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად; ეროვნული სასაწავლო გეგმის სტანდარტების მაქსიმალური დაახლოება განათლების ევროპულ მოდელთან.
უპირატესობები:
- კომპიუტერული ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება;
- კლასის მართვის გაუმჯობესება;
- მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის ინტერაქციის გაზრდა;
- თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა;
- მოსწავლის მიერ ბუნებრივი რიტმით სწავლა, შინაარსის ღრმად წვდომა, დროის მართვა.
სერთიფიცირება: აუცილებელია მინიმუმ 16 საათზე დასწრება.
ტრენინგის მსვლელობის დროს მასწავლებლები ორი სხვადასხვა თემის ირგვლივ ადგენენ გაკვეთილის გეგმებს, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე საზღვრავენ მიზნებს და შედეგებს, ქმნიან ვიდეო გაკვეთილებს და ელექტრონულ წიგნებს.
No comments:
Post a Comment