კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში
17/12/2021
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის eTwinningplus-ის მხარდაჭერით შაიბისა და ფეით როგოვის სახელმძღვანელო – „მედიაწიგნიერება: კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში“ ქართულ ენაზე ითარგმნა.
სახელმძღვანელო მასწავლებლებს დაეხმარება, სწავლა-სწავლების პროცესში მედიაწიგნიერების კომპონენტის გაძლიერებით ხელი შეუწყონ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
წიგნში მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელებით მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. ამასთან, სახელმძღვანელოში მოყვანილია
საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკები და სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსისა და ინსტრუმენტის გამოყენების წარმატებული მაგალითები.
მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/MediaLiteracy.pdf
No comments:
Post a Comment