Wednesday, December 7, 2022

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 40 სკოლის მოსწავლე ისწავლის

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს დამატებით 40 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლე ისწავლის. კომუნიკაციების კომისია ფინურ წიგნებს „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“, რომლებიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, დამატებით 40 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს 40-მდე პედაგოგი „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდებში გადაამზადა. „გამარჯობა რუბის“ წიგნებით დღემდე 21 სკოლის დაწყებითი კლასის 3250 მოსწავლე სწავლობდა, მომავალში კი ჯამში 61 სკოლის მოსწავლე ისწავლის.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების შესახებ თბილისის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბათუმის, გორის, რუსთავის, ოზურგეთის, თელავის, ტყიბულის, დმანისის, ხაშურის, ახალციხის,  ჭიათურის, სამტრედიის, მცხეთის, ლაგოდეხის, თიანეთის, ფოთის, ქარელის, მუხრანის, საგარეჯოს, ქობულეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს სემინარი ჩაუტარდათ. სემინარის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების მეთოდისა და მიდგომის შესახებ. სემინარს რუსთავის N4 სკოლის მენტორი და მასწავლებელი უძღვებოდა, რომელსაც „გამარჯობა რუბის“  სწავლებაში სერტიფიცირებული სემინარი აქვს გავლილი და უკვე 3 წელზე მეტია ამავე სკოლის მოსწავლეებს  „გამარჯობა რუბის“ წიგნით ასწავლის კომპიუტერული ტექნოლოგიებს.

Thursday, December 1, 2022

ხელოვნური ინტელექტის კლუბის შეხვედრები(2022-2023 სასწავლო წელი)

 Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი

#ხელოვნურიინტელექტისკლუბები

🔸️სამტრედიის N11საჯარო სკოლაში კვლავ განაახლა მუშაობა ხელოვნური ინტელექტის კლუბმა
🔸კლუბი ჩამოყალიბდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისია
🔸️პროექტის ფარგლებში სკოლას უკვე გადმოეცა სამი Gismo რობოტი
🔸️რობოტები აღჭურვილია უამრავი სენსორით line tracking module, Photoresistive sensor, Ultrasonic, Bluetooth, IR avoid module, Wi-Fi module და იმართება არდუინოს დაპროგრამებით, ვიზუალური პროგრამირების (Scratch და სხვა) გამოყენებით
🔸️ამ ეტაპზე მოსწავლეებმა უკვე ააწყვეს და მარტივ პროგრამაზე გატესტეს რობოტები
🔸️პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებს შორის გაიმართება შეჯიბრება, სადაც მოსწავლეები კლუბში შეძენილ გამოცდილებას.გამოიყენებენ

🙏წინ უამრავი საინტერესო ამბავი გველის


    



ხელოვნური ინტელექტის კლუბები

Monday, May 23, 2022

დავაპროგრამოთ, შევქმნათ და გამოვიყენოთ თამაშები _ პროგრამა scratch

 ჩემი წერილი ჟურნალ "მასწავლებელში" 


ფაქტია, რომ ბავშვებს  უყვართ თამაში და თამაშით სწავლა.  ნებისმიერი  ტექნოლოგიური მოწყობილობაც მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ყველაზე საყვარელი გზაა.  როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ტექნოლოგიების გაკვეთილზე  გამოიყენოს მასწავლებელმა?

მოგეხსენებათ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სხვა უნარებთან ერთად, ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ალგორითმული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. რისი მიღწევის ერთერთი გზაც სხვადასხვა აპლიკაციის თუ პროგრამების გამოყენებაა, მათ შორისაა პროგრამა  „scratch“.

Wednesday, March 9, 2022

პიროვნული განვითარება

 

პიროვნული განვითარება  პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარეობს. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას შეაფასოს საკუთარი უნარ-ჩვევები, დაისახოს მიზნები და ჰქონდეს სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისაკენ.
რატომ არის პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანი?

Monday, March 7, 2022

მედიაწიგნიერება

კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში

17/12/2021

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის eTwinningplus-ის მხარდაჭერით შაიბისა და ფეით როგოვის სახელმძღვანელო – „მედიაწიგნიერება: კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში“ ქართულ ენაზე ითარგმნა. 

კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კარიერული წინსვლის მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს

24/12/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.

2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.

Saturday, March 5, 2022

ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა

 2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.